ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

შრომისა და ბიოუსაფრთხოების ტრენინგი

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს შრომისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ანა კეკელიძე უძღვებოდა.

მონაწილეებმა ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების, შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების, სახანძრო უსაფრთხოებისა და არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო, ლაბორატორიაში მუშაობის შესაძლო რისკებსა და მათი აცილების საშუალებებს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში ყოველწლიურად მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება, მათ აქტიურად უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.