ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტები იმყოფებოდნენ

#

პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი ექსპერტების ვიზიტი გაიმართა.

სტუმრებმა თბილისის ლაბორატორიის სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტები დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა ექსპერტებს თევზის და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს.
მხარეებმა აკვაკულტურის დიაგნოსტიკაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.