ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი სტუდენტი სასწავლო კურსს გადის

#

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იტალიელი სტუდენტი სასწავლო კურსს გადის.

ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებების, აგროსასურსათო და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი, სურსათის კვლევის დეპარტამენტის სამუშაო პროცესშია ჩართული და ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებში იღებს მონაწილეობას.

პრაქტიკული კურსის ფარგლებში, იტალიელ სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა ემუშავა სხვადასხვა ანტიბიოტიკის, პესტიციდის, აფლატოქსინისა და ტრიფენილმეთანის საღებავის ნარჩენების კვლევებზე.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.