ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია და პათოლოგიურ მორფოლოგიური კვლევებისა და პარაზიტოლოგიის ლაბორატორია დაათვალიერეს.

სტუდენტებმა ლაბორატორიების სამუშაო პროცესისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში არსებული კვლევების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.