ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სტუდენტების ვიზიტი ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტები დაათვალიერეს.

სტუდენტებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკის, სამუშაო პროცესისა და კვლევების შესახებ სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მეცადინეობები გაიარონ.

 

#ლაბორატორია2023