სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

იორდანიაში, ქალაქ ამანში გამართულ კონფერენციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი დაესწრო

#

კონფერენცია ლაბორატორიებს შორის ურთიერთობების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობების შესაძლებლობის განხილვას ისახავდა მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტმა ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
იორდანიაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, იორდანიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და თურქეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები.

ღონისძიება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების გლობალურ ფონდის (CRDF) მიერ იყო ორგანიზებული.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდი, საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროს განვითარებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 
თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.


#ლაბორატორია2022