სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებდა

სტუმრები მიმდინარე სამუშაო პროცესსა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია რეგიონებში ახორციელებს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.

„მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ადგილზე გაეცნო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას. ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო  და დონორ ორგანიზაციებთან, ამ თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

კელი დეგნანმა ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობას პანდემიის კვლევასა და ტესტირებაში, ამასთანავე, ისაუბრა ლაბორატორიის როლზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით. 
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ასეთი ლაბორატორიის ფუნქციონირებას", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ახალციხის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს  გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

#ლაბორატორია2022   
#აშშსაქართველო 
#მეგობრობის30წელი