სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ყოველწლიური ეროვნული აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

#

ქუთაისის ლაბორატორიაში მოხდა უკვე არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია, ასევე მოხდა ახალი მეთოდების დამატება.
- სურსათის კვლევის მიმართულებით: 
შიგელას (SHIGELLA SPP) კვლევა სურსათსა და სასმელ წყალში.

- ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით: 
ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის, ლეიშმანიოზისა და თურქულის სტრუქტურული ცილების კვლევა, ELISA მეთოდით. 

ქუთაისის ლაბორატორიამ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალ ლაბორატორიებთან ერთად, დაადასტურა ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან.
დღეისათვის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული კვლევების რაოდენობა კი 500 მაჩვენებელს აღემატება. 

დეტალური ინფორმაცია აკრედიტაციასთან დაკავშირებით იხილეთ ლაბორატორიის ვებგვერდზე:  http://sla.gov.ge/Ge/Certificates