ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიამ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში უმაღლესი შეფასება მიიღო

#

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, მიკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარეს. 

პროფესიული კომპეტენციის ტესტირება ეხებოდა: მიკოლოგიაში პათოგენური სოკოს ორი გვარის სახეობრივ იდენტიფიკაციას. 
- მონილიოზი-მურა სიდამპლის გამომწვევი Monilinia spp.-ს სოკოების სახეობრივი იდენტიფიკაცია; 
- სკლეროტინიოზი (ფესვის ყელის სიდამპლე) Selerotinia spp.-ს სოკოების სახეობრივი იდენტიფიკაცია.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია პათოგენური სოკოების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს. 

პროფესიული კომპეტენციის ტესტირება ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ ჩატარდა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge