სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ენტომოლოგიის ლაბორატორიამ, საერთაშორისო პროფესიულ ტესტირება წარმატებით გაიარა

#

პროფესიული კომპეტენციის ტესტირება ეხებოდა ორფრთიანებში (Diptera) შემავალი ოჯახების: Family - Bibionidae; Tephritidae; Pleciidae; Sciomyzidae; Dolichopodidae; Platystomatidae მორფოლოგიურ-მორფომეტრულ რკვევას.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პანელი მომზადდა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადმოიგზავნა ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ.
 
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები, სპეციალისტების გადამზადებები და საერთაშორისო პროფესიული ტესტირებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge