ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

#

ცოფი მწვავე ზოონოზური, ვირუსული დაავადებაა, რომლითაც ძუძუმწოვარი ცხოველები ავადდებიან. ცოფით ადამიანის დაავადება შესაძლებელია ისეთი კონტაქტის დროს, როგორიცაა დაკბენა, დადორბვლა, დაკაწვრა.

ცოფის პრევენციის მიზნით, აუცილებელია ცხოველთა ვაქცინაცია.

ვირუსის აღმოჩენის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს დროული და ხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტარდება.

ლაბორატორიაში მიმდინარეობს როგორც ცოფის ვირუსის აღმომჩენი კვლევები, ასევე, ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა აცრილ ძაღლში.

ლაბორატორია უერთდება ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და მოგიწოდებთ, ჩაუტაროთ თქვენ ცხოველებს ვაქცინაცია.

 

#ლაბორატორია2022
#აცერიდადაამარცხეცოფი