ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა შიდა საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

ლაბორატორიის ქსელში შემავალმა ცამეტივე ლაბორატორიის სპეციალისტებმა (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი, საჩხერე, მესტია) საკვალიფიკაციო ტესტირების პანელზე 100%-იანი შედეგი მიიღეს. 

საკვალიფიკაციო ტესტირება ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით:
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა;
• სურსათის კვლევა. 

შიდა საკვალიფიკაციო ტესტირებით ლაბორატორიაში მოწმდება თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე. 

საკვალიფიკაციო ტესტირების პანელები ეხებოდა შემდეგ მიმართულებებს:
• თურქული, სეროლოგია; 
• ლეიშმანიოზი, სეროლოგია;
• ჯილეხი, ბაქტერიოლოგია;
• ბრუცელოზი, ბაქტერიოლოგია;
• ბრუცელოზი, სეროლოგია;
• სტაფილოკოკოზი, ბაქტერიოლოგია;
• სალმონელოზი, ბაქტერიოლოგია;
• სალმონელა, სურსათი;
• ცხიმი, მჟავიანობა, ნაცარი, ყველი, ზოგადი ქიმია;
• წყალი;
• მიკოლოგია, სოკოები;
• ჰერბოლოგია.

საკვალიფიკაციო ტესტირების პანელები მომზადდა ლაბორატორიის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელების მეთვალყურეობის ქვეშ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის შიდა საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი აკრედიტებულია.