სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სასწავლო კურსი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სპეციალისტებს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული სასაწავლო კურსის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა თეორიულ მეცადინეობასთან ერთად პრაქტიკული კურსიც გაიარეს.

სწავლებები ჩატარდა შემდეგ ლაბორატორიებში:
• ენტომოლოგიის
• მოლეკულური ბიოლოგიის
• ფიტოპათოლოგიის.

სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:
• მწერების და ტკიპების იდენტიფიკაცია
• სარეველა მცენარეების იდენტიფიკაცია
• სოკოების იდენტიფიკაცია
• ვირუსების იდენტიფიკაცია
• ბაქტერიების იდენტიფიკაცია
• ფიტოპლაზმების იდენტიფიკაცია
• PCR კვლევა.

აღნიშნული ტრენინგკურსი ლაბორატორიათშორისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.