სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის ვიზიტი ქუთაისის ლაბორატორიაში

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სურსათის დიაგნოსტიკის მიმართულების გაძლიერება იგეგმება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტუმრებმა ლაბორატორიის უახლესი აპარატურა დაათვალიერეს.

„მნიშვნელოვანია, ლაბორატორიის შესაძლებლობები გავაცნოთ რეგიონის მოსახლეობას. ძლიერი ლაბორატორიის არსებობა ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტის ექსპორტს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრა გაიმართა ხმელი სუნელების მწარმოებელ კომპანიაშიც „ფარკონი”, რომელიც 100%-ით ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს. კომპანია სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. 

ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოების და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.