სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

#

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა, ქეთევან გოგინაშვილმა და ლაბორატორიის სპეციალისტმა, ლიზა დურგლიშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის მიზანია პარტნიორი ლაბორატორიების ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის სტატუსის შეფასება.
ვორქშოფის ფარგლებში, 15 სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი ლაბორატორიების ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების ინფორმაციის გაცნობა და შეფასება ჩატარდა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნეს და ლაბორატორიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან; თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.