ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ოთარ შამუგია: „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან ჰარმონიზებული ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი"

#

„ბოლო წლებში, ლაბორატორიაში განახლდა 150 და დაინერგა 98 ახალი სტანდარტი. დაგეგმილია სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის რეფერენს სტატუსის მიღება, რომელიც მოახდენს სადაო კვლევების გადამოწმებას. ამასთანავე, ლაბორატორია მონიტორინგს გაუწევს ქვეყანაში მოქმედ ლაბორატორიებს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვასა და პროფესიული გამოცდების ჩატარებაში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია კვლევების ჩატარება თაფლის ყველა ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და ასევე, ძირითად უვნებლობის პარამეტრებზე, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი რეგულაციებით.
როგორც მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა, მეწარმეებმა ექსპორტის განსახორციელებლად საჭირო სანდო, ვალიდური კვლევები ადგილზე მიიღონ.
თაფლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე იქნა დაშვებული. 
აღსანიშნავია, რომ სურსათის მიმართულებით კვლევების გაძლიერების მიზნით, 2022-25 წლებში იგეგმება ახალი ლაბორატორიების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში.