ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს როგორც განსაკუთრებით საშიში დაავადებების, ასევე სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.

დეპარტამენტში მუდმივად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი. დღეისათვის, დეპარტამენტში დიაგნოსტიკა 100-მდე მაჩვენებელზე მიმდინარეობს. 

არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას აკმაყოფილებს. 
დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი რეფერენს ლაბორატორიების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებებში.
 
2021 წელს, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული და გამოკვლეული იყო 370 000-ზე მეტი  ნიმუში, რაც 19%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/