ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ფუტკრის ნოზემატოზის კვლევის მეთოდი დაინერგა

#

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ფუტკრის ნოზემატოზის (ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae) კვლევა. 

ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae წარმოადგენენ მიკროსპორიდულ პარაზიტებს, რომლებიც ახლახან კლასიფიცირდა როგორც სოკოები. ორივე სახეობა იწვევს ნოზემა სოკოვან დაავადებას Apis mellifera. დაავადებულ ფუტკარში, შესაძლებელია, ერთდროულად, ორივე ინფექცია ფიქსირდებოდეს. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების დიაგნოსტიკა მყისიერი პოლიმერაზული  ჯაჭვური რეაქციით (PCR) ხორციელფება.

ლაბორატორიული ტესტის პრინციპი დაფუძნებულია ნოზემა Apis და ნოზემა Ceranae დნმ შემცველი გენომის მოლეკულურ დიაგნოსტიკაზე, რომელიც იძლევა საშუალებას, მოხდეს დიფერენცირება ნოზემა Apis და ასევე ნოზემა Ceranae მულტიფლექს RT-PCR სადიაგნოსტიკო ნაკრების საშუალებით. 

აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა მეფუტკრეებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ  სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ. 

საჭიროა, მეფუტკრემ დაავადების ადრეულ სტადიაზე მიმართოს ლაბორატორიას.

დროული დიაგნოსტიკა ზარალის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა!