სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თესლის ხარისხის განსაზღვრა მიმდინარეობს

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თესლის ხარისხის განსაზღვრა მიმდინარეობს. 

ლაბორატორიაში შესაძლებელია:
• თესლის გამოცდა აღმოცენებაზე,
• თესლის გამოცდა სიწმინდეზე,
• 1000 მარცვლის მასის განსაზღვრა.

დასათესად მნიშვნელოვანია შეირჩეს მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლი. თესვითი თვისებების ქვეშ იგულისხმება თესლის ნიშნთვისებათა ერთობლიობა (სიწმინდე, გაღივების ენერგია, აღმოცენების უნარი, 1000 მარცვლის მასა და სხვა), ამ მონაცემებს იყენებენ თესვის ნორმის დასადგენად.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ზარალის თავიდან აცილების მიზნით, დროულად ჩაატარონ შესაბამისი კვლევები.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/