სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.  
საკვალიფიკაციო ტესტირება ეხებოდა ვირუსოლოგიას, კერძოდ, კაპრიპოქსის ვირუსს/Capripox virus. 

საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano/Belgian Institute for Health-ის  მიერ. 

Sciensano-ს საქმიანობა ორიენტირებულია მჭიდრო და მყარ ურთიერთკავშირზე, ჯანმრთელ ადამიანს, ცხოველსა და უსაფრთხო გარემოს შორის („ერთიანი ჯანდაცვის“ პრინციპი). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით Sciensano წარმოადგენს ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიას ცხოველთა ყველა დაავადებაზე. 

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს რომ ლაბორატორიას შეუძლია კაპრიპოქსის ვირუსის ზუსტი იდენტიფიკაცია, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები გამოცდის შედეგების უტყუარობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად. რაც ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ წარმატებით შეასრულა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული საკვალიფიკაციო ტესტირებები. 

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტებულია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge