ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სურსათის პროდუქტებში ტრანსცხიმების განსაზღვრა მიმდინარეობს

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტალური კვლევების ლაბორატორიაში სურსათის პროდუქტებში  ტრანსცხიმების განსაზღვრა მიმდინარეობს.  

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, რაც გარანტიაა, რომ კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია. 

ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. აღნიშნული ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება  საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სურსათის პროდუქტებში  ტრანსცხიმების განსაზღვრის შედეგები, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის საფუძველზე, სწრაფად და მარტივად მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიაში დაცულია არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიის შეუფერხებლად მუშაობას. ლაბორატორიაში მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. 


დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/