ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

საქართველოს მასშტაბით, ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტარდება

#

ცოფი ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიში დაავადებაა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცოფის განყოფილებაში, პათოლოგიური მასალის კვლევა ცოფის ვირუსის გამოვლენის მიზნით, ორი მეთოდით - მიკროსკოპია და ბიოცდა ტარდება.

ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სწრაფი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული PCR ტესტის დანერგვა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ცხოველებში, ხოლო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ანტისხეულების ტიტრის დადგენის მიზნით, ტარდება ვაქცინაციის შემდგომი, იმუნური სტატუსის მონიტორინგი ELISA მეთოდით. 

ცოფით დაინფიცირებული ცხოველი ვირუსს გამოყოფს ნერწყვით და გადასცემს კბენით. 

დაინფიცირებული ცხოველის კლინიკური ნიშნებია: ნერწყვდენა, კიდურების დამბლა, აგრესია, უცხო სხეულების ყლაპვა, შეცვლილი ხმა. დაავადება ადამიანს გადაეცემა: კბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ნერწყვთან ერთად. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან ერთ წელზე მეტხანს გრძელდება, თუმცა უფრო ხშირია 3-6 კვირის განმავლობაში გამოვლინება.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, მოსახლეობას მოუწოდებს, მათი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციის შემდგომ გამოიკვლიონ იმუნური სტატუსი და გაიგონ, თუ რამდენად დაცულია ცხოველი ცოფის ვირუსისგან. 

სწორი ქცევით, შესაძლებელია დავიცვათ როგორც ადამიანები, ისე ცხოველები ისეთი საშიში დაავადებისგან, როგორიც ცოფია.

 
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge 
Tel: +995 32 253 09 68