ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა. 

საკვალიფიკაციო ტესტირება ეხებოდა განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის დიაგნოსტიკას.
საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო დიდი ბრიტანეთის პირბრაიტის ინსტიტუტის (The Pirbright Institute) მიერ. 

პირბრაიტის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, იგი  ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაერთანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ აღიარებულია დაავადება თურქულზე  საერთაშორისო საცნობარო ლაბორატორიად.

პირბრაიტის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს საკვალიფიკაციო ტესტირებებს გლობალური მაშტაბით.
საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ  საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge