სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

დაავადება თურქული

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში, განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს.

სეროლოგიის, ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში, შესაძლებელია ზოონოზური დაავადების - თურქულის დიაგნოსტიკა. 

თურქული მწვავედ მიმდინარე გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველები: ძროხა, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა. დაავადების გამომწვევია რნმ-ის შემცველი პიკორნავირუსი და გააჩნია შვიდი იმუნოლოგიურად განსხვავებული  სეროტიპი: A, O, C, SAT1, SAT2, SAT3 და Asia 1.  ცხოველი შეიძლება დაავადდეს რამდენიმე სეროტიპით ერთდროულად.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადების კვლევა მიმდინარეობს თურქულის ვირუსის არასტრუქტურული ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენი მაბლოკირებელი ენზიმდაკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზისა (ELISA) და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდებით. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs