ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

#

ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, ნიშნავს - ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და საერთაშორისოდ აღიარებული.

მიმდინარე წელს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ლაბორატორიის შემოწმების შედეგები შეფასდა დადებითად და მოხდა ახალი სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება.

რეაკრედიტაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთჯერ ტარდება, ასევე ლაბორატორიაში აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტების მიერ ხორციელდება ყოველწლიური შეფასება.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია; გარდა ამისა, აკრედიტაციის პროცესში მაღალი შეფასებები მიიღეს ლაბორატორიის სპეციალისტებმა.

პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, დადგენილი რეგულაციების დაცვით, სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის კვლევებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates