ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან საჩუქრები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან საჩუქრად გადაეცა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიული აღჭურვილობა, დიაგნოსტიკუმები, სახარჯი და სადეზინფექციო მასალა.  

აღნიშნული აღჭურვილობა და სადიაგნოსტიკო მასალა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიიღეს როგორც თბილისის, ასევე ახალციხისა და ქუთაისის ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიებმა. 

პროექტს „სააგენტოს მხარდაჭერა წევრი ქვეყნებისათვის COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით (IAEA Support to Member State Efforts in Addressing the COVID-19 Pandemic)“ ახორციელებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობს 2018 წლიდან. 
ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ტარდება. 

ლაბორატორია ასევე ჩართულია პროექტში „ცხოველთა  პრიორიტეტული ზოონოზური  დაავადებების ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება და სწრაფი რეაგირება”, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ჩატარდება სწავლებები, ვებინარები და ონლაინ შეხვედრები ზოონოზური დაავადებების გამოვლენასთან დაკავშირებით.