ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.

საკვალიფიკაციო ტესტირება ეხებოდა:
მსხვილფეხა  რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის (BSE)- სკრეპის (Scrapie) ანტიგენის აღმომჩენი პროფესიული ტესტირების პანელი - (BSE-Scrapie Antigen Detection ELISA Panel)მეთოდი-ენზიმ დაკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზი(ELISA). ანტიგენის აღმომჩენი ტესტი.

ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირების პანელზე  100%-იანი შედეგით იმუშავა.

პანელი შედგებოდა 5 ნიმუშისგან: ოთხი დადებითი და ერთი უარყოფითი. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ მიღებული შედეგი რეფერალური ლაბორატორიის შედეგებს დაემთხვა. 

საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ: 
Animal and Plant Health Agency ( APHA-Scientific) –VETQAS / ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტო;
ვეიბრიჯი.

UK VETQAS არის კონკრეტულად APHA-ს დამოუკიდებელი, აკრედიტებული, საკვალიფიკაციო ტესტირების (PT) სერვისი, სწორედ მათგან მიიღო ლაბორატორიამ პანელი. 
VETQAS-ი კი არის აკრედიტაციის ეროვნული ორგანოების მიერ აღიარებული, ISO/IEC 17043 აკრედიტებული და, ამავე დროს, ლიდერი ვეტერინარული ლაბორატორიებისთვის pT სქემების უზრუნველყოფაში.

საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებაში მონაწილეობით მოწმდება, რამდენად ზუსტი დიაგნოსტირება ხდება ამა თუ იმ დაავადებაზე, უკვე დანერგილი მეთოდით.

ასევე, მოწმდება სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიამ, დაახლოებით, ერთი წელია, რაც დანერგა ტესტირებაში არსებულ დაავადებაზე კვლევა.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა იმუშავეს IDEXX მწარმოებლის (ნიდერლანდები) სადიაგნოსტიკო ნაკრებით.  

საერთაშორისო მოთხოვნები  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი აკრედიტებულია.