სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საკვებ პროდუქტთა შემოწმება სხვადასხვა მაჩვენებლებზე.

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საკვებ პროდუქტთა შემოწმება სხვადასხვა მაჩვენებლებზე.

მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს შემდეგი კვლევები:
რძისა და რძის პროდუქტების კვლევა;
ხორცისა და ხორცის პროდუქტების კვლევა;
პროდუქტის შემოწმება სალმონელასა და შიგელაზე;
პროდუქტში სტაფილოკოკის ენტეროტოქსინის კვლევა.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.
ლაბორატორიის პერსონალი კი, ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიული კომპეტენციის ტესტირებებს.

2020 წლის სექტემბერის მონაცემებით, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარდა 850 კვლევა, საიდანაც მხოლოდ 10%-ში დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებლები.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

 

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories