სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ ყოველწლიური აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

#

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ, დადებითად შეფასდა ახალ სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018  სტანდარტზე გადასვლა. 

ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, გულისხმობს, რომ ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და ობიექტური.

2020 წლის მონაცემებით, ლაბორატორიაში მოხდა უკვე არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია, ასევე მოხდა ახალი მეთოდების დამატება. 

➢ თბილისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის დეპარტამენტებში დაემატა კვლევების ახალი მეთოდები: 
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში - 42  მეთოდი; 
• სურსათის კვლევის დეპარტამენტში - 11 მეთოდი;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში - 4 მეთოდი.
➢ ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიამ აკრედიტაციის სფეროს დაამატა 2 მეთოდი სურსათის კვლევის მიმართულებაში;
➢ ზუგდიდის ლაბორატორიამ დაამატა 1 მეთოდი ვეტერინარიის მიმართულებაში;
➢ ოზურგეთის, გორის, დუშეთის და გურჯაანის ლაბორატორიებმა, თითოეულმა, კვლევის 2 ახალი მეთოდი (წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევა) დაამატეს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელმა დაადასტურა მისი საქმიანობის შესაბამისობა სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018) მოთხოვნებთან.

აკრედიტაციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/Certificates