სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

საქართველოს მასშტაბით ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაშია შესაძლებელი

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ცოფის ვირუსის დიაგნოსტირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ისტორია 1957 წლიდან იწყება, როდესაც ლაბორატორიაში  ცოფის განყოფილება შეიქმნა.
 
ამჟამად, ლაბორატორიაში ცოფის ვირუსის დიაგნოსტიკა საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებითა და თანამედროვე აპარატურით მიმდინარეობს. 

დაავადების სიმძიმისა და ცოფის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელების გათვალისწინებით, მაღალია პასუხისმგებლობა აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ, ცოფის დიაგნოსტიკის გაუმჯობესების მიზნით, ლაბორატორიის საჭირო სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და აპარატურით აღჭურვა. ლაბორატორიაში დაინერგა ცოფის დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები. ლაბორატორია აღჭურვილია ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო ლაბორატორიის სპეციალისტებთან.

ლაბორატორია უერთდება ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს და მოგიწოდებთ, ჩაუტაროთ თქვენ ცხოველებს ვაქცინაცია.