სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ძაღლის ჭირსა და ლეიშმანიოზზე სეროლოგიური კვლევები ტარდება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ძაღლის ჭირსა და ლეიშმანიოზზე სეროლოგიური კვლევები (ELISA-enzyme-linked immuno-sorbent assay) ტარდება. სეროლოგიური კვლევა გამორიცხავს არასწორი დიაგნოზის დასმას; შესაბამისად, აღნიშნული კვლევით დადასტურებული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა.
ძაღლის ჭირი და ლეიშმანიოზი საკმაოდ გავრცელებული და პრობლემური დაავადებებია. დიგნოზის დასმისას ან მკურნალობის შერჩევისას, ვეტერინარის ერთმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს; შესაბამისად, აუცილებელია მკურნალობის შერჩევამდე მოხდეს ზუსტი დიაგნოზის დასმა.
თანამედროვე ვეტერინარიაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტები, რომელსაც ვეტერინარი იყენებს დაავადების სავარაუდო მიზეზის  დასადგენად, მას შემდეგ, რაც გაეცნობა ცხოველის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. თუმცა, მრავალმა ვირუსმა იმდენად შეიცვალა ორგანიზმში გამოვლინების ფორმა, რომ, კლინიკური ნიშნების თვალსაზრისით, ის აღარ ერგება კლასიკურ შემთხვევებს.

სწრაფი ტესტები, ერთი შეხედვით, საკმაოდ მოსახერხებელი და მარტივი გამოსაყენებელია, პასუხიც ძალიან სწრაფად, დაახლოებით, ნახევარ საათში ხდება ცნობილი. სწრაფ ტესტებს ახასიათებს მაღალი მგრძნობელობა, ტესტი აღმოაჩენს მრავალი დაავადების შესაძლო ვარიანტს (და არა კონკრეტულს), შესაბამისად, ხშირია ცრუ დადებითი პასუხები, რომელიც არასწორი მკურნალობის შერჩევის წინაპირობაა. გარდა ამისა, სწრაფი ტესტები ხასიათდება დაბალსპეციფიურობით, ტესტის მიმდინარეობის დროს, შესაძლებელია, მოხდეს, ე.წ., ჯვარედინი რეაქციები, ანუ კონკრეტულ დაავადებაზე ტესტმა მოგვცეს დადებითი შედეგი, მაშინ როდესაც, სულ სხვა დაავადებასთან გვაქვს საქმე; ამგვარად, მოხდება არასწორი მკურნალობის შერჩევა, რასაც შესაძლებელია ცხოველისთვის ლეტალური შედეგი მოჰყვეს.  

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ძაღლის ჭირის ELISA კვლევისას ხდება  ჭირის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG) აღმოჩენა, რომელსაც გამოიმუშავებს დაავადებული ორგანიზმის იმუნური სისტემა ვირუსისგან თავის დასაცავად (ცდომილება შეუძლებელია). ლეიშმანიოზის ELISA კვლევისას ხდება ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG) აღმოჩენა, რომელსაც დაავადებული ორგანიზმი გამოიმუშავებს პარაზიტის წინააღმდეგ (ცდომილება გამორიცხულია).
აღნიშნულ დაავადებებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლაბორატორიის ვებგვერდს: 

http://sla.gov.ge/Ge/ScientificArticles/Details/12

http://sla.gov.ge/Ge/ScientificArticles/Details/13

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ძაღლის ჭირსა და ლეიშმანიოზზე სეროლოგიური კვლევები (ELISA-enzyme-linked immuno-sorbent assay) ტარდება. სეროლოგიური კვლევა გამორიცხავს არასწორი დიაგნოზის დასმას; შესაბამისად, აღნიშნული კვლევით დადასტურებული დაავადების დროული და სწორი მკურნალობა ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა.