სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში ნუშის რამდენიმე ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში ნუშის რამდენიმე ნიმუშის კვლევა ჩატარდა. 
ნიმუშებში აღმოჩნდა ნუშის ჭურჭელბოჭკოვანი (ვერტიცილიოზური ჭკნობა) დაავადება. აღნიშნული დაავადება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანის მომტანია.
დაავადებას იწვევს პათოგენური სოკოები (Verticillium dahliae და Verticillium albo-atrum). 
მცენარეში შეინიშნება ფოთლების გაყვითლება, ჭკნობა და ცვენა. შემდეგი სტადია ყლორტებისა და ტოტების ხმობაა, შეინიშნება  ჭურჭელბოჭკოვანი კონების ფერის შეცვლა (გაყავისფერება), საბოლოოდ კი, მცენარე ხმება. 

მცენარის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დროული დიაგნოსტიკა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მცენარეთა ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება. 
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიაში  შესაძლებელია დაავადების დროული დიაგნოსტიკა, რაც თავიდან აგარიდებთ მცენარის გახმობას.