სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ცოფის ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიაში

ცოფის ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სახელწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში ხდება. 
ლაბორატორიაში დანერგილი ცოფის კვლევის მეთოდები აკრედიტებული და საერთაშორისოდ აღიარებულია. კვლევის მეთოდები გამომდინარეობს ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ აღიარებული დირექტივებიდან.  
დაავადების დიაგნოსტიკა ყველა თბილსისხლიან ცხოველში, 2-3 საათში ხდება. 
2019 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ცოფის 660 ნიმუში შემოვიდა, საიდანაც ცოფზე დადებითი პასუხი 44 ნიმუშში აღმოჩნდა. ხოლო, 2020 წლის მონაცემებით, ლაბორატორიაში შემოვიდა 229 ნიმუში, საიდანაც დადებითია 24 ნიმუში. 
ამჟამად, ლაბორატორიაში მიმდინარეობს ახალი პჯრ (PCR) მეთოდის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს და უფრო სწრაფს გახდის ცოფის დიაგნოსტირებას. მიმდინარეობს ცოფის ვირუსის სექვენირების მეთოდის დანერგვა, რის შედეგადაც, უფრო მარტივი და სწრაფი გახდება ვირუსის წარმომავლობის დადგენა.