სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ლაბორატორიული კონტროლი

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ლაბორატორიული კონტროლი ხორციელდება.

სასმელი წყლის შემოწმება ხდება ისეთ მძიმე მეტალებზე, როგორიცაა: კადნიუმი, ტყვია, რკინა, სპილენძი და თუთია. 

2019 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად სასმელი წყლის  100 ნიმუში შემოვიდა. აღნიშნულ ნიმუშებიდან, არც ერთში არ დაფიქსირდა მძიმე მეტალებზე დადებითი მაჩვენებელი. 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში იგეგმება ახალი კვლევის მეთოდის დანერგვა, რომლის საფუძველზეც სასმელი წყალში ვერცხლისა და ვერცხლის წყლის არსებობა შემოწმდება.