სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდი დაინერგა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდი დაინერგა.
სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის დიაგნოსტიკა. 
კვლევის მეთოდი რძესა და რძის პროდუქტებში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
რძესა და რძის პროდუქტებში აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, საგრძნობლად შემცირდეს მოწამვლის რისკი. 
პროდუქტის მიერ გამოწვეული ინტოქსიკაცია საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აღნიშნული მეთოდი, VIDAS-ის აპარატის გამოყენებით, პირველად დაინერგა. 
რძესა და რძის პროდუქტებში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის კვლევის შესწავლის მიზნით, ლაბორატორიის პერსონალი გასული წლის შემოდგმაზე ორგანიზაცია TIKA-ს (თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო) მიერ ორგანიზებულ ტრეინინგს დაესწრო. ტრენინგი თურქეთში, ქალაქ ბურსაში, სურსათისა და კვების კონტროლის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა.