ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, მარტინ უარდი სტუმრობდა.

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი, მარტინ უარდი სტუმრობდა.

  ბატონი უარდი მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის ახალი შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო, ამსათანავე ის ადგილზე ლაბორატორიის სხვა დეპარტამენტების საქმიანობასაც გაეცნო.
  2014 წლის სექტემბერში EPPO-ს საბჭოს მიერ გამართულ 64-ე სესიაში, კენჭისყრის შედეგად, საქართველო ორგანიზაციის 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს. “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ამოქმედების წინაპირობას და მის განუყოფელ ნაწილს საქართველოში მოქმედი სანიტარული და ფიტოსანიტარული რეგულაციების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს. 
როგორც შეხვედრის დროს, მარტინ უარდმა განაცხადა, საქართველო, როგორც EPPO-ს წევრი ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში და ამავდროულად, ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს. ეს არის მავნებლებთან ბრძოლის კონტროლის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების ხელშეწყობა, ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვის რეგულაციების ჰარმონიზაციის წახალისება, კულტურული და ველური მცენარეებისათვის ზიანის მომტანი მავნებლების წარმოქმნისა და გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება და სხვა.