ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

ლაბორატორიულ ცხოველებზე მუშაობის სამეცნიერო კურსი

#

ლაბორატორიულ ცხოველებზე მუშაობის სამეცნიერო კურსმა სათავე ს.ს.ი.პ. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში“ (LMA) აიღო. პროგრამა 8 კვირიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავს და მისი მიზანია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის ექსპერიმენტული ცხოველების მოვლისა და

შენახვის შესახებ თანამედროვე ცოდნის გადაცემა.

პროგრამაში ჩართულნი არიან დარგში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ლაბორატორიის სპეციალისტები. კურსის დასაწყისში მონაწილეებს გადაეცათ საკითხავი ლიტერატურა. მათ შორის, პუბლიკაცია „ექსპერიმენტული ცხოველების გამოყენებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევები“, რომელიც სპეციალურად ამ პროგრამის ფარგლებში ითარგმნა ქართულ ენაზე. არსებული ლიტერატურის საფუძველზე, მოხდება მასალის დამუშავება, გაიმართება დისკუსია და კურსის ბოლოს ჩატარდება საბოლოო გამოცდა.

კურსის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში ლაბორატორიულ ცხოველებზე მომუშავე სპეციალისტების პროფესიული ბაზის შექმნა წარმოადგენს- შესაბამისი ასოციაციის დაფუძნების და , სამომავლოდ, ლაბორატორიული ცხოველების დარგობრივ საერთასორისო საბჭოში (ICLAS) გაწევრიანების მეშვეობით.

LMA-ს ლაბორატორიიდან, სასწავლო კურსში მონაწილეობას იღებენ ვივარიუმის მთავარი სპეციალისტი, ნონა ლომთაძე და პათ.მორფოლოგიური კვლევების და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის ლაბორანტი, ზაზა ბიბილური.