ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტმა სწავლება BIOR-ის ინსტიტუტში გაიარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიის უფროსი ნანა ხვედელიძე, ლატვიის ქალაქ რიგაში, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტში (BIOR) სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. 

სასწავლო პროგრამა მოიცავდა სურსათის ორგანოლეპტიკური შეფასების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. ორგანოლეპტიკური შეფასებისას ფასდება სურსათის შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი და სხვა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს BIOR-ის ლაბორატორიასთან; თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს როგორც სპეციალისტების გადამზადება, ასევე, კვლევის ახალი მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაში ხელშეწყობა.