ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, გასულ წელს, მცენარეთა საკვლევი ნიმუშების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს მცენარეთა იმ მავნებლებისა და დაავადებების გამომწვევების გამოვლენა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მცენარის სასიცოცხლო პროცესზე. 

კვლევები ტარდება ენტომოლოგიის, ფიტოპათოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში. დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდები სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია. 

2021 წლის მონაცემებით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობამ 11000-ს გადააჭარბა, რაც  20%-ით მეტია, 2020 წელთან შედარებით. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/