ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში ბაქტერიოლოგიური გამოცდები მიმდინარეობს

#

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შესაძლებელია როგორც მცენარეული ნიმუშების, ასევე ნიადაგის ბაქტერიოლოგიური გამოკლვევა კლასიკური ბაქტერიოლოგიური და კონვენციური პჯრ მეთოდებით.  

ლაბორატორიაში მიმდინარეობს შემდეგი კვლევები: 

- მცენარეული ნიმუშის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
- ნიადაგის ბაქტერიოლოგიური გამოკლვევა;
- კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიის - Ralstonia solanacearum-ის გამოვლენა;
- კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიის - Clavibacter michiganensis subsp. sepedonicus-ის გამოვლენა;
- ბაქტერიული კიბოს გამომწვევების - Agrobacterium tumefaciens და A.vitis გამოვლენა; 
- ხეხილის სიდამწვრის გამომწვევი ბაქტერიის Erwinia amylovora‐ს გამოვლენა;
- პომიდვრის და წიწაკის ბაქტერიული ლაქიანობის გამომწვევების Xanthomonas euvesicatoria‐ს და Xanthomonas vesicatoria‐ს გამოვლენა;
- ბაქტერიული ფოთლის ლაქიანობის გამომწვევის - Xanthomonas pruni‐ის  გამოვლენა;
- თხილის ბაქტერიული ჭკნობის გამომწვევის - Xanthomonas arboricola pv. corylina-ს გამოვლენა;
- თხილის ბაქტერიული კიბოს გამომწვევის Pseudomonas avellanae‐ს გამოვლენა;
- ხენდროს კუთხოვანი ლაქიანობის გამომწვევის Xanthomonas fragariae‐ს გამოვლენა;
- კივის ბაქტერიული კიბოს Pseudomonas syringae pv. actinidiae‐ს გამოვლენა;
- პირსის დაავადების და ქლოროზის გამომწვევის - Xylella fastidiosa‐ს გამოვლენა; 
- ხენდროს კუთხოვანი ლაქიანობის გამომწვევის - Xanthomonas fragariae‐ს გამოვლენა;
- ვაზის ბაქტერიული ჭკნობის გამომწვევის - Xylophilus ampelinus‐ის გამოვლენა;
- ბაქტერიული კიბოს გამომწვევის - Pseudomonas syringae pv. syringae გამოვლენა;
- მცენარეულ ნიმუშში ბაქტერიების გამოვლენა ექსპრეს მეთოდით.

 

აღნიშნული კვლევები ფერმერებს, მეწარმეებს, ბიზნესოპერატორებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს საშუალება აძლევს, დროულად მიიღონ უტყუარი შედეგი, შეაფასონ რისკები, მოახდინონ რეაგირება და მინიმუმადე შეამცირონ დანაკარგი. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელწმიფო ლაბორატორიაში დაცულია არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაცია და მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს ლაბორატორიის შეუფერხებლად მუშაობას.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/