ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობი სახელმწფო ლაბორატორიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აკრედიტებული კვლევები მიმდინარეობს

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, საერთაშორისოდ აკრედიტირებული მეთოდებით ტარდება შემდეგი კვლევები:

სისხლის შემოწმება სხვადასხვა მაჩვენებელზე; 
პათოლოგიური მასალის შემოწმება;
ყირიმ-კონგოს პათოლოგიური მასალის შემოწმება;
ლეიშმანიოზის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა;
ძაღლის ჭირის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დღეს არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs

საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories