ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სტუდენტთა საერთაშორისო დღე ლაბორატორიაში

#

2015 წლის 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ დაინტერესებული სტუდენტებისათვის ღია კარის დღე მოაწყო.

დარგის სპეციალობების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გასცნობოდნენ და თავადაც ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. ღია კარის დღე ჩატარდა ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიასა და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.