ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სწავლება „სალმონელას“ მიკრობის იდენტიფიკაციის სეროტიპირებაზე

#

მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიაში ახალი კვლევის მეთოდის სწავლება ჩატარდა. ს.ს.ი.პ. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში“ სალმონელას მიკრობის აღმოჩენასათან ერთად

შესაძლებელი იქნება მისი შემდგომი დიფერენცირება და შესაბამისი ანალიზის შემუშავება. სალმონელოზით გამოწვეულ კვებით მოწამვლებს სიხშირით პირველი ადგილი უკავია; შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზმის უფრო ღრმა და დეტალური გამოკვლევა.

   სწავლება ა.შ.შ.-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (US CDC South Caucasus Office) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მოიცვა როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკული სწავლებები.

   პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე დაავადებათა კონტროლის გაძლიერება და ინფექციური დაავადებების გამოვლინებისა და პრევენციისათვის ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა.

   სწავლებას ესწრებოდნენ სურსათის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლები: თამარ მოდებაძე, ნინო ხურცილავა, ხათუნა ხაჩიძე და NCDC-ის ქუთაისისა და ბათუმის ზონალური ლაბორატორიის სპეციალისტები.

სწავლება, რომელსაც ს.ს.ი.პ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ უმასპინძლა, 26-28 ოქტომბერს ჩატარდა.