ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სამუშაო შეხვედრა მცენარეთა დაავადებების საკითხზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას ეხება. შეხვედრა კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარდა. პროექტი „მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია ეკონომიური მნიშვნელობის მქონე მცენარეთა მავნე ორგანიზმების განსაზღვრის კრიტერიუმების ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე მავნე ორგანიზმების მონიტორინგის გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

#სოფლისმეურნეობა2018

#გარემოსდაცვა2018

#სოფლისმეურნეობისლაბორატორია

#ლაბორატორია  #LMA  #LABORATORY  #FAO